Ge En

18 სექტემბერი 18:00 - ჩქაროსნული სლალომი


18 სექტემბერი 18:00 - ჩქაროსნული სლალომი

18 სექტემბერი (კვირა)
ჩქაროსნილი სლალომი - სამოყვარულო რბოლა
შეჯიბრი სამოყვარულოა და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვისაც გააჩნია მართვის მოწმობა ან სპეციალური ნებართვა საავტომობილო ფედერაციიდან.
შეჯიბრში მონაწილეობა შესაძლებელია ნებისმიერი სერიული წარმოების ავტომობილით.
შეჯიბრზე იქნება სამი განსხვავებული ტრასა.
შეჯიბრზე გამოსვლა შეიძლება მხოლოდ სტანდარტული საბურავებით. არ დაიშვება სპორტული, ნახევრად სპორტული, "თრექ-დეი" და "ექსტრიმ-პერფორმანს" საბურავებით მონაწილეობა.
მონაწილეები შეჯიბრის ტრასების ნახაზს გაეცნობიან მხოლოდ შეჯიბრის დღეს.
შეჯიბრის საბოლოო შედეგები დაითვლება მონაწილეების მიერ შეჯიბრის სამივე ტრასაზე ნაჩვენები დროების ჯამით.
შეჯიბრში მონაწილე ყველა პირი გადის სამივე ტრასას მიუხედავად იმისა როგორი შედეგით დაასრულებს თითოეულ გარბენს.
თითოეულ გარბენზე დრო ელექტრონულად აითვლება სტარტის აღებიდან ფინიშის გადაკვეთამდე.
მონაწილე რომელიც გარბენის დროს წააქცევს ან მონიშნულ ზღვარს იქეთ გადაწევს საგზაო კონუსებს, ნაჩვენებ დროზე დაემატება საჯარიმო წამები (თითოეულ კონუსზე 2 წამი), ხოლო თუ ტრასას არასწორად ან საერთოდ ვერ გაივლის, მაშინ მისი ჩათვლითი დრო იმ კონკრეტულ ტრასაზე იქნება სხვა მონაწილეების მიერ ნაჩვენები დროიდან უარესი დრო.
წარმატებებს გისურვებთ ყველა მონაწილეს


blog-image

3 ივნისს მოდი და გვაჩვენე რა გყავს...

blog-image

21 მაისი King of Drift 2023 ეტაპი 2...

blog-image

საავტომობილო სლალომი 2025...

blog-image

20 ნოემბერი - სლალომი...

blog-image

16 აპრილს პროფესიონალური წყვილთა რბოლები...

blog-image

15 ოქტომბერი საავტომობილო სლალომი - ეტაპ...

blog-image

გახდი მრბოლელი 2026...

blog-image

King of Drift 2025 სეზონის გახსნა...

blog-image

15 მაისი - კოტეტას თასი 2022 პირველი ეტა...