Ge En

18 სექტემბერი 18:00 - ჩქაროსნული სლალომი


18 სექტემბერი 18:00 - ჩქაროსნული სლალომი

18 სექტემბერი (კვირა)
ჩქაროსნილი სლალომი - სამოყვარულო რბოლა
შეჯიბრი სამოყვარულოა და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვისაც გააჩნია მართვის მოწმობა ან სპეციალური ნებართვა საავტომობილო ფედერაციიდან.
შეჯიბრში მონაწილეობა შესაძლებელია ნებისმიერი სერიული წარმოების ავტომობილით.
შეჯიბრზე იქნება სამი განსხვავებული ტრასა.
შეჯიბრზე გამოსვლა შეიძლება მხოლოდ სტანდარტული საბურავებით. არ დაიშვება სპორტული, ნახევრად სპორტული, "თრექ-დეი" და "ექსტრიმ-პერფორმანს" საბურავებით მონაწილეობა.
მონაწილეები შეჯიბრის ტრასების ნახაზს გაეცნობიან მხოლოდ შეჯიბრის დღეს.
შეჯიბრის საბოლოო შედეგები დაითვლება მონაწილეების მიერ შეჯიბრის სამივე ტრასაზე ნაჩვენები დროების ჯამით.
შეჯიბრში მონაწილე ყველა პირი გადის სამივე ტრასას მიუხედავად იმისა როგორი შედეგით დაასრულებს თითოეულ გარბენს.
თითოეულ გარბენზე დრო ელექტრონულად აითვლება სტარტის აღებიდან ფინიშის გადაკვეთამდე.
მონაწილე რომელიც გარბენის დროს წააქცევს ან მონიშნულ ზღვარს იქეთ გადაწევს საგზაო კონუსებს, ნაჩვენებ დროზე დაემატება საჯარიმო წამები (თითოეულ კონუსზე 2 წამი), ხოლო თუ ტრასას არასწორად ან საერთოდ ვერ გაივლის, მაშინ მისი ჩათვლითი დრო იმ კონკრეტულ ტრასაზე იქნება სხვა მონაწილეების მიერ ნაჩვენები დროიდან უარესი დრო.
წარმატებებს გისურვებთ ყველა მონაწილეს


blog-image

Drift Winter Cup 2025 გამარჯვებულები...

blog-image

დასრულდა 2025 წლის სეზონი...

blog-image

20 ნოემბერი - სლალომი...

blog-image

შეიძინეთ ოქროს ბარათი მხოლოდ 2020 წლის ...

blog-image

23 ოქტომბერი King of Drift 2022 მეოთხე ე...

blog-image

გვაჩვენე რა გყავს - 20 ივლისი - კროკობეთ...

blog-image

3 ივნისს მოდი და გვაჩვენე რა გყავს...

blog-image

ასფალტის პირველი ფენის დაგება დასრულდა...

blog-image

6 ოქტომბერი "Koteta CUP" - კარტინგი...