Ge En

გახდი მრბოლელი 2026


გახდი მრბოლელი 2026

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია აცხადებს 14-დან 17 წლის ჩათვლით ახალგაზრდების შერჩევას 2026 წელს, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად!
- პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს რომელიც არის 14-დან 17 წლის ჩათვლით;
- ტესტირება გაიმართება ლილო არენაზე საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის კარტინგებით;
- პროექტი შედგება 2 (ორი) ტურისგან;
- თითოეულ ტურში ყველა მონაწილე გაივლის ორ 8 წუთიან საკვალიფიკაციო სესიას საიდანაც ჩათვლაში შევა მხოლოდ ერთი ყველაზე საუკეთესო დრო.
- პირველი ტურის შემდეგ (რომელიც გაიმართება 15 მარტს) მეორე ტურში გადავა 20 საუკეთესო მონაწილე
რომელთაგანაც გამოვლინდება 8 (რვა) გამარჯვებული
- გამარჯვებულები (8 საუკეთესო) მიიღებენ 100% (ას პროცენტიან) დაფინანსებას 2026 წლის საქართველოს ჩემპიონატზე კარტინგში, რაც გულისხმობს მათ უზრუნველყოფას კარტინგით, საწვავით, საბურავებით და ყველა სხვა რბოლასთან დაკავშირებული ხარჯით წლის განმავლობაში გამართულ 12-ვე რბოლაზე.
- პროექტს ახორციელებს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე:
https://forms.gle/XUbr6QC8U2jEcos36
პროექტში მონაწილეობის საფასური 100 ლარი
შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ 557911663
გისურვებთ წარმატებას!

blog-image

16 აპრილს პროფესიონალური წყვილთა რბოლები...

blog-image

24 ივლისს სამოყვარულო შეჯიბრი ჩქაროსნულ ...

blog-image

ლილო არენა უკვე Assetto corsa - ზე...

blog-image

18 ივნისი - ვისოლის თასის გათამაშების მე...

blog-image

2022 მაისში დაგეგმილი ღონისძიებები...

blog-image

23 ოქტომბერი King of Drift 2022 მეოთხე ე...

blog-image

კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის 5 ეტაპ...

blog-image

26 აპრილი King of Drift 2026 სეზონის გახ...

blog-image

1 მაისს დრიფტის მეფე ლილო არენაზე...